ფეხბურთი

14:50 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელი ფეხბურთელი: "აბურჯანია "ავეშისთვის" შესანიშნავი შენაძენია"

„შავესის“ ფეხბურთელმა პედრო ტიბამ გიორგი აბურჯანიაზე ისაუბრა, რომელიც პორტუგალიაში ბრუნდება და გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, კარიერას „ავეშ სადში“ გააგრძელებს.

ტიბა და აბურჯანია „ჟილ ვისენტეში“ ერთად თამაშობდნენ, შესაბამისად, პორტუგალიელი ქართველს კარგად იცნობს.

„მოხარული ვარ მისი დაბრუნებით პორტუგალიურ ფეხბურთში, რადგან შესანიშნავი ადამიანია, ჯგუფისთვის მისნაირი ფეხბურთელი კარგია, ბევრი კარგი თვისება აქვს. ჭკვიანია, კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური თვალსაზრისით, თამაშს კარგად კითხულობს და იცის, როგორ შეავსოს სივრცეები. ტემპსაც კარგად ჰყვდება, გარდა ამისა, ძალიან კარგი დარტყმა აქვს. გამოცდილი ფეხბურთელია, წნეხის სიტუაციებს არ უშინდება. „ავეშ სადისთვის“ შესანიშნავი გაძლიერებაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ჯდება მთავარი მწვრთნელი, ვიტორ კამპელოსის თამაშის იდეაში“, - თქვა ტიბამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანიამ გასული სეზონი თურქულ „ჰატაისპორში“ გაატარა.

0.118521