ფეხბურთი

11:08 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ "ნაპოლიში" თამაშის გამო ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმდა

„ნაპოლიმ“ რომელუ ლუკაკუსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ბელგიელი ფორვარდი „ჩელსის“ საკუთრებაშია, სადაც მისი ხელფასი წელიწადში 11 მილიონი ევროა, მაგრამ რომელუს ანტონიო კონტესთან მუშაობა სურს და ამის გამო დათანხმდა, რომ „ნაპოლიში“ გადასვლის შემთხვევაში ბევრად ნაკლები, 6 მილიონი ევრო მიიღოს წელიწადში.

ახლა საჭიროა კლუბებს შორის შეთანხმება: „ჩელსი“ 35 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ნეაპოლელები ცდილობენ ინგლისური კლუბი ფასის დაკლებაზე დაითანხმონ.

რომელუ ლუკაკუ და კონტე ერთად მილანის „ინტერში“ მუშაობდნენ. „ნაპოლიში“ ბელგიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად ესახებათ, რომელიც „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებს.

0.123283