ფეხბურთი

0:35 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები A დივიზიონში გადავიდა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევრო ლიგის ა დივიზიონში გადავიდა.

17 ივლისს, ლატვიასთან გამარჯვების (6:1) შემდეგ, ბათუმში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის B დივიზიონის გათამაშების მეორე ტურში, ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა. ჯგუფური ეტაპი სამივე გუნდმა 3 ქულით დაასრულა, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით, ჯგუფში პირველი ადგილი და A დივიზიონის საგზური საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.

უნგრეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები გოჩა მახარაძემ და ვაჟა ივანიაძემ გაიტანეს, ლევან ფარტენაძემ კი, დუბლი შეასრულა.

ბათუმის საერთაშორისო თასზე 20 ივლისიდან პლეი-ოფის მატჩები გაიმართება. ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი იქნება. მატჩი ბათუმის ახალ ქვიშის არენაზე 20:30 საათზე დაიწყება.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113477