გლაზგოს „სელტიკმა“ ვეტერანი დანიელი მეკარე კასპერ შმეიხელი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
37 წლის კიპერმა შოტლანდიის ჩემპიონთა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
შმეიხელს კარიერის საუკეთესო წლები „ლესტერ სიტიში“ აქვს გატარებული, გასულ სეზონში კი, ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ღირსებას იცავდა.