ფეხბურთი

16:45 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალვარო მორატა "მილანში" ითამაშებს

„მილანმა“ ალვარო მორატა დაიმატა. ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„როსონერიმ“ „ატლეტიკოს“ 31 წლის ფორვარდის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა გადაუხადა, რაც 13 მილიონ ევროს შეადგენს. მორატამ „მილანთან“ 2028-წლამდე გააფორმა კონტრაქტი და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ალვარო იტალიას კარგად იცნობს - მას იტალიელი მეუღლე ჰყავს, ხოლო 2014-2016 და 2020-2022 წლებში „იუვენტუსში“ ორჯერ თამაშობდა, რომლის მაისურით ოთხ სეზონში 185 მატჩში 57 გოლი გაიტანა. „ატლეტიკოში“ მორატამ 2018-2020 და 2022-2024 წლებში ითამაშა (124 შეხვედრა, 58 გოლი). ის ასევე იყო „რეალის“ და „ჩელსის“ წევრი, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 80 თამაშში თავი 36-ჯერ გამოიჩინა.

0.116217