ფეხბურთი

15:49 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2025 | ქალთა ნაკრების მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ცნობილია

19 ივლისს, ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების მეტოქის ვინაობა. პლეი-ოფის პირველ ორმატჩიან ეტაპზე, ირის ანმტანის გუნდის მეტოქე ირლანდიის ნაკრები იქნება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის მეორე, გადამწყვეტ ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც სლოვაკეთისა და უელსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩები 23-დან 29 ოქტომბრამდე გაიმართება, ხოლო მეორე ეტაპის მატჩები 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2-27 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება.

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115998