ფეხბურთი

15:34 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

უნაი სიმონი 4-5 თვე ვერ ითამაშებს

„ბილბაოსა“ და ესპანეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2024-ის შემდეგ მაჯის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც, შესაძლოა, 2024 წელს მოედანზე ვერ გავიდეს.

სარეაბილიტაციო პერიოდი 4-5 თვითაა განსაზღვრული და არაა გამორიცხული უნაი თამაშს მხოლოდ 2025 წელს დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის საკლუბო და სანაკრებო დონეზე 25 მატჩს გამოტოვებს.

უნაი სიმონმა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.116623