ფეხბურთი

10:27 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სან მარინოს, ანდორის და გიბრალტარის კლუბები კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გავიდნენ

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და რამდენიმე შედეგი ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულია.

მაგალითად, ანდორის კლუბმა „ინტერ ესკალდესმა“ ბოსნიური „ველეჟ მოსტარი“, სადაც შარშან გიორგი გულიაშვილი თამაშობდა, 5:1 გაანადგურა! ანდორელებმა ორი მატჩის ჯამში 6:2 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. „ინტერ ესკალდესი“ ძალიან ბევრი ესპანელით და ასევე სხვა ქვეყნიდან ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. სხვათა შორის, მანამდე, ანდორის ჩემპიონი „სანტა კოლომა“ გავიდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რაც ანდორული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა.

ეს კიდევ არაფერი იმასთან, რაც სან მარინოს, დიახ, სან მარინოს „ლა ფიორიტამ“ შეძლო, რომელმაც ჯერ შინ წააგო 0:1 ბელარუსის „ისლოხთან“, მაგრამ ამავე ანგარიშით სტუმრად მოიგო, მერე პენალტების სერიაში გაიმარჯვა 4:2 და სან მარინოს გუნდი მეორე ეტაპზეა! „ფიორიტას“ მთელი შემადგენლობა პრაქტიკულად იტალიელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. სან მარინოელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბაშაკშეჰირს“ შეხვდებიან.

ასევე გამოსარჩევია გიბრალტარის „მაგპიესის“ წარმატება, რომელმაც ჩრდილოირლანდიური კლუბი „დერი სიტი“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა (2:0, 1:2) და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

0.127763