ფეხბურთი

11:44 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

„მანჩესტერ სიტიმ“ ფრანგული „ტრუადან“ ბრაზილიელი ფეხბურთელი სავიო გამოისყიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

20 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სავიო „ტრუას“ საკუთრება იყო, მაგრამ გასული სეზონი იჯარით „ჟირონაში“ გაატარა, სადაც შესანიშნავად ითამაშა. მანამდე ის „ატლეტიკო მინეიროსა“ და პსვ-ს ღირსებას იცავდა.

სავიომ გასულ სეზონში „ჟირონას“ მაისურით 41 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120412