ფეხბურთი

11:05 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტივ კინი: "ვიზრდებით და შედეგიც მოვა"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ალბანურ „ტირანასთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სწორი მუშაობით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა გუნდის ყველა ფეხბურთელს - ადგილზე არაერთი პრობლემის მიუხედავად, მათ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს, თითოეული მათგანი მაქსიმალურად დაიხარჯა. რთული მატჩი გამოვიდა, ამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ სწორი მუშაობით შემდეგ ეტაპზე გავედით.

კარგი გუნდი ვართ, ვპროგრესირებთ, შემდეგ ეტაპზე ახალი ფეხბურთელებიც გაგვაძლიერებენ. რაც მთავარია, ვიზრდებით და შედეგიც მოვა.

ბოლოს განსაკუთრებული მადლობა “ჯუნგლებს”. დიდი მანძილის მიუხედავად, ჩამოვიდნენ და როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვენს გვერდით იყვნენ. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. მადლობა“, - თქვა კინმა.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ „ტირანა“ ბიორნ იონსენის გოლით დაამარცხა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.155514