გიორგი გულიაშვილი „ველეზ მოსტარში“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ „სარაევოს“ დაუბრუნდა და კონფერენს ლიგაზე ულამაზესი გოლიც გაიტანა.
ბოსნიურმა გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „აკტობეს“ აჯობა. ბოსნიელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს, ხოლო შინ 2:3 წააგეს, მაგრამ პენალტებში 4:3 გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
გულიაშვილი 120-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე გიორგიმ 57-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლით ანგარიში იმ დროისთვის გაათანაბრა (1:1). ძირითად დროში ყაზახებმა 2:1 მოიგეს და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც გუნდებმა გოლები გაცვალეს და ყველაფერი პენალტებმა გაარკვია.
„სარაევო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრანავას „სპარტაკს“ დაუპირისპირდება.
სხვათა შორის, ერთი წლის წინ, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „სარაევო“ პენალტების სერიაში ქუთაისის „ტორპედომ“ დაამარცხა, მერე „ტორპედო“ მომდევნო წრეში სწორედ „აკტობესთან“ დამარცხდა.