ფეხბურთი

1:38 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტირანას" მწვრთნელი: "ვიცოდით, რომ "ტორპედოს" ფორვარდთან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით"

ალბანური „ტირანას“ მთავარმა მწვრთნელმა ბლედი შკემბიმ „ტორპედოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ გაუმართლათ და გოლის გატანა შეეძლოთ.

„დასანანია, წაგება, როცა პირველ მატჩში შედეგს აღწევ. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, ზოგჯერ საშინაო მატჩები უფრო რთულია. გუნდით კმაყოფილი არ, მიუხედავად შედეგისა. სწრაფმა გოლმა გეგმები შეცვალა. პირველივე წუთებზე ეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო. ვისაუბრეთ, რომ მათი თავდამსხმელის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. შემდეგ კარგი რეაქცია გვქონდა და ცოტა გამართლებით და სიმშვიდით შეგვეძლო გოლის გატანა“, - თქვა შკემბიმ.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ „ტირანა“ ბიორნ იონსენის გოლით დაამარცხა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „ომონიას“ შეხვდება.

0.128154