ფეხბურთი

23:59 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "ტირანა" დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა

ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. სტივ კინის გუნდმა ალბანური „ტირანას“ დამარცხება მოახერხა და ასპარეზობას აგრძელებს.

პირველი მატჩი ქუთაისში 1:1 დასრულდა, მაგრამ დღეს ტირანაში იმერულმა კლუბმა 1:0 მოიგო და ორი შეხვედრის ჯამში 2:1 გაიმარჯვა.

ყველაფერი ბიორნ იონსენის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ნორვეგიელმა ფორვარდმა მესამე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის ჩაწოდების შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

ამის შემდეგ კინის გუნდი მთლიანად თავდაცვაზე გადავიდა და შეტევისკენ თითქმის არც გაუხედავს, ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, როცა იონსენს ორჯერ მიეცა შანსი კონტრშეტევაზე.

თუმცა, „ტორპედო“ თავს კარგად იცავდა, მეტოქეც დიდ საფრთხეს ვერ ქმნიდა და საბოლოოდ, მიზანი მიღწეულია.

ქუთაისის „ტორპედო“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ რთულ მეტოქეს ეთამაშება, ნიქოზიის „ომონიას“. მატჩები 25 ივლისს და 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

„ტირანა“ – „ტორპედო“ 0:1 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:2

ტირანა, „ელბანს არენა“

„ტირანა“ (3-4-3): სელმანი; კოლა, მეტა (იარმუნი 46), მიჩი; ისუფი, იონუზი, სოლერი (დემბელე 80), პერგიონი; ჰაქსიუ (აბა 80), ბაიროვიჩი (ნდრეკა 71), პრენგაი (ისმაილი 80)

მწვრთნელი: ბლედი შკემბი

„ტორპედო“ (4-3-3): კლიაიჩი; მჭედლიშვილი, ნადარაია, სანდოხაძე, აურო (ბიძინაშვილი 61); მონტეირო, ელიტონი (შერგელაშვილი 71), გიგაური (მანჯგალაძე 85); ნინკოვიჩი, იონსენი, პირესი

მწვრთნელი: სტივ კინი

გოლი: 0:1 იონსენი (3)

გაფრთხილება: იონუზი (7) - აურო (60), გიგაური (81)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 5 (3) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დალიბორ ჩერნი (ჩეხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118381