ფეხბურთი

0:32 | 19.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მარსელმა" მეისონ გრინვუდი დაიმატა

მარსელის „ოლიმპიკმა“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მეისონ გრინვუდი შეიძინა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ინგლისელით „იუვენტუსი“ და „ნაპოლიც“ ინტერესდებოდნენ, მაგრამ ფრანგებმა მასში 32 მილიონი ევრო გადაიხადეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მეისონი „მარსელში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გრინვუდი „მანჩესტერის“ აღზრდილია, რომლის მაისურით 129 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა. თუმცა, 2022 წელს ის, მეგობარი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს და ფეხბურთს ჩამოშორდა.

გრინვუდმა კარიერა შარშან განაახლა და „ხეტაფეში“ იჯარით ითამაშა, თანაც, ძალიან კარგად. ესპანურ გუნდში მან 36 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.

0.118651