ფეხბურთი

23:35 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" 18 წლის ფრანგი მცველი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლილის“ 18 წლის მცველი, ლენი იორო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. მან ინგლისურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იორო საფრანგეთში ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. მიუხედავად ასაკისა, მან „ლილში“ 60 მატჩის ჩატარება მოასწრო და 3 გოლიც გაიტანა. ფრანგ ცენტრალურ მცველს „რეალსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ გამარჯვებული „მანჩესტერი“ გამოვიდა.

„ლილმა“ 18 წლის ფეხბურთელში 62 მილიონი ევრო მიიღო, რაც ძალიან დიდი თანხაა, მითუმეტეს, რომ „ლილთან“ კონტრაქტი იოროს გაისად ეწურებოდა.

ლენი იოროს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.

0.11306