ფეხბურთი

12:16 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვი: "ფეხბურთელებს უნდა დაველაპარაკო"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა პოლონეთთან ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ ბუნდესნაკრებმა კარგად ითამაშა, წაგების მიზეზი კი, გადამწყვეტი მომენტების გამოუყენებლობა გახლდათ.

"არ შემიძლია ბევრი ვისაუბრო ჩემს ნაკრებზე, რომელმაც შანსები არ გამოიყენა. მეორე ტაიმში ჩვენ კარგად ვითამაშეთ, გოლის გატანის შანსები გვქონდა, პოლონეთმა კი პირველივე შანსი გამოიყენა. მომავალში მთელ ყურადღებას გადამწყვეტ მომენტებში სწორედ შანსის გამოყენებას დავუთმობთ.

ჩემს მოთამაშეებს უნდა დაველაპარაკო და წაგებული თამაში გავაანალიზოთ. ამაღელვებელი მატჩი იყო, თუმცა გადამწყვეტ ეპიზოდებში აგრესიულობა გვაკლდა" - განცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

გერმანიის ეროვნული ნაკრები ევროშესარჩევის მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს შინ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.11787