ფეხბურთი

21:30 | 18.07.2024 | ნანახია 4840 - ჯერ

პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

„მარსელმა“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი საუდის არაბეთში გაასხვისა. „ალ-ქადსიამ“ 35 წლის ფორვარდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგულმა კლუბმა 10 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო გაბონელმა არაბებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. „ალ-ქადსიამ“ ობამეიანგის გარდა მიმდინარე ზაფხულს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც ნაჩო, კოენ კასტეელსი და ნაჰიტან ნანდესი არიან.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გასულ სეზონში „მარსელის“ მაისურით 51 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. მას „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოში“, „სენტ ეტიენში“, „დორტმუნდში“, „არსენალში“, „ბარსელონაში“ და „ჩელსიში“ უთამაშია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.067155
4840