ფეხბურთი

19:10 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს დედამ შვილის მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის" თავდამსხმელის კილიან მბაპეს დედამ და წარმომადგენელმა ფაიზა ლამარიმ კითხვას, გახდება თუ არა მისი შვილი „სამეფო კლუბის“ ისტორიაში საუკეთესო, უპასუხა.

„ასე არ ვიტყოდი. ხალხს ავიწყდება, რომ საუბარი გუნდურ სპორტზეა, რომ გამარჯვებას 11 ან თუნდაც 15 მოთამაშე სჭირდება. ყველას თავისი ადგილი აქვს გუნდში. არიან ისეთებიც, როგორც მე ხელბურთში - ჯარისკაცები. მეზიზღება ეს გამოთქმა - რომლებიც ბურთს აძლევენ საუკეთესო მოთამაშეებს, რადგან ისინი ქმნიან განსხვავებას. თქვენ უნდა მიიღოთ ეს, ისევე როგორც ფაქტი, რომ მარტო წარმატებას ვერ მიაღწევთ.

კვირას ესპანეთი, ისევე როგორც 2018 წლის საფრანგეთი ამის მაგალითია, მათ ყველა ფეხბურთელით მოიგეს. ბუნებრივია, როცა ერთ-ერთი მათგანი საუკეთესოთა შორისაა, მეტს ელი და ეს ლოგიკურია. ოღონდ ფრთხილად იყავი, ხანდახან შეიძლება ძალიან ბევრის მოლოდინი გქონდეს“, - ციტირებს ლამარის სიტყვებს AS.

მბაპე მადრიდის „რეალს" პსჟ-დან 2024 წლის ივლისში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110864