ფეხბურთი

15:27 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

transfermarkt-ის მონაცემებით მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა. საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი 10 მილიონი ევროთი გაძვირდა.

მამარდაშვილი 35 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ევრო 2024-ის შემდეგ კი, მისი ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც გიორგის კარიერისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

ქართველი „ვალენსიაში“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, საქართველოში მეორეა ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რომელიც 80 მილიონადაა შეფასებული. მსოფლიოში მამარდა 119-ე ადგილს იკავებს, ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებში მე-19 ადგილს, 2000 წელს დაბადებულებში მე-17 ადგილს, ხოლო რაც ყველაზე აღსანიშნავია, რომ მეკარეებში მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია!

45 მილიონ ევროდ გიორგის გარდა, მხოლოდ დიოგო კოშტას აფასებენ. შემდეგ მოდის ჯანლუიჯი დონარუმა და გრეგორი კობელი, რომელთა ფასი 40-40 მილიონი ევროა.

გარდა ამისა, გაძვირდა გიორგი ქოჩორაშვილიც, რომელიც 1 მილიონი ღირდა, ახლა მისი ფასი 2.5 მილიონი ევროა. მოიმატა ევრო 2024-ის თანაბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის ფასმაც, რომელიც 5 მილიონით გაძვირდა და 20 მილიონი ღირს. 600 000 ევროდან 1 მილიონამდე გაიზარდა ოთარ კაკაბაძის ფასი, ხოლო ლაშა დვალი 900 000 ევრო ღირდა, ახლა კი 1.5 მილიონი.

ქართველი ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებებს შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე გაეცნოთ - Transfermartk.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114269