ფეხბურთი

13:37 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

თანამდებობიდან გაათავისუფლეს სპორტის მინისტრის მოადგილე, რომელმაც მესის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის სპორტის მინისტრის მოადგილე ხულიო გარო, რომელმაც არგენტინის კაპიტან ლიონელ მესის მოუწოდა ბოდიში მოეხადა რასისტული სკანდირებისთვის საფრანგეთის ნაკრების მისამართით.

„პრეზიდენტის კანცელარია აცხადებს, რომ არცერთ მთავრობას არ შეუძლია უკარნახოს რა კომენტარი გააკეთოს, რა იფიქროს და რა გააკეთოს არგენტინის ეროვნული ნაკრებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონისა და ამერიკის ორგზის ჩემპიონისთვის ან ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის. ამ მიზეზით, ხულიო გარო წყვეტს არგენტინის სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობას“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

შეურაცხმყოფელი სიმღერა არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიასთან გამარჯვების შემდეგ (1:0) შეასრულეს. თასის მოგების ზეიმისას, არგენტინელმა ფეხბურთელმა ენცო ფერნანდესმა სოციალური ქსელში პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყო, სადაც ის და მისი თანაგუნდელები მღეროდნენ: „თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ისინი ყველა ანგოლადან არიან".

0.12795