ფეხბურთი

12:59 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

2013 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი: საქართველოს წინსვლა ფიფას რეიტინგში

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც ბევრი ცვლილებაა. ეს ბუნებრივია, რადგან მასში გათვალისწინებულია ევროპის ჩემპიონატის და კოპა ამერიკის შედეგები.

საქართველოს ნაკრებმა წინსვლა განიცადა და 4 საფეხურით დაწინაურდა. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი, რომელიც წინა თვის რეიტინგში 74-ე ადგილზე იყო, ახლა 70-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამაზე კარგი შედეგი ფიფას რეიტინგში საქართველოს 2013 წლის მარტში ჰქონდა, მაშინ 69-ე საფეხურს იკავებდა.

მოგეხსენებათ, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან წააგო (1:3), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), პორტუგალია დაამარცხა (2:0) და ტურნირს ესპანეთთან მერვედფინალში მარცხით (1:4) დაემშვიდობა.

ფიფას რეიტინგში საქართველოს 22.5 ქულა დაემატა და მთლიანობაში 1361.41 ქულით როგორც ვთქვით, 70-ეა.

...67. ბურკინა ფასო - 1375.16

68. იორდანია - 1374.13

69. არაბეთის გაერთიანებული საამიროები - 1368.84

70. საქართველო - 1361.41

71. ისლანდია - 1353.48

72. ჩრდ. მაკედონია - 1348.63

73. მონტენეგრო - 1345.02

აღსანიშნავია, რომ ივლისის რეიტინგში ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადა ჩეხეთის ნაკრებმა, ევრო 2024-ზე ჩვენმა მეტოქემ და ამავდროულად ერთა ლიგაზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, რომელიც 13 პოზიციით დაქვეითდა და 47-ე ადგილზეა. რაც შეეხება ერთა ლიგაზე დანარჩენ ორ მეტოქეს: უკრაინა 25-ე პოზიციას ამაგრებს, ხოლო ალბანეთი 66-ე საფეხურზეა.

რეიტინგს ისევ არგენტინის ნაკრები ლიდერობს, მსოფლიოს ჩემპიონი, რაც ლოგიკურია, რადგან არგენტინამ კოპა ამერიკა მოიგო. მეორე ადგილზე კვლავაც საფრანგეთია, ხოლო სამეულში შევიდა ევროპის ჩემპიონი ესპანეთი, რომელიც 5 საფეხურით დაწინაურდა. მოწინავე ათეულში ასევე თვალშისაცემია კოლუმბიის პროგრესი - კოპა ამერიკის ფინალისტი 3 საფეხურით დაწინაურდა. სამაგიეროდ, 3 საფეხურით დაქვეითდა ბელგია, ხოლო პორტუგალია - ორით. ფიფას რეიტინგის მოწინავე ათეული ასეთია:

1. არგენტინა - 1901.48 ქულა

2. საფრანგეთი - 1854.91

3. ესპანეთი - 1835.67

4. ინგლისი - 1812.26

5. ბრაზილია - 1785.61

6. ბელგია - 1772.44

7. ნიდერლანდები - 1758.51

8. პორტუგალია - 1741.43

9. კოლუმბია - 1727.32

10. იტალია - 1714.29

ფიფას რეიტინგი სრულად...

აქვე გეტყვით, რომ ფიფა რეიტინგს 19 სექტემბერს განაახლებს, სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110111