პოლონური „კრაკოვიას“ კაპიტნად ოთარ კაკაბაძე დანიშნეს. ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
სეზონის წინ სამი კაპიტანი აირჩიეს: პირველი კაპიტანი კაკაბაძე იქნება, ვიცე-კაპიტნის ფუნქციას იაკუბ იუგასი შეასრულებს, ხოლო მესამე კაპიტანი ვეტერანი და ცნობილი პოლონელი მცველი, კამილ გლიკია.
ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 74 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი. მან პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
კაკაბაძეს ასევე უთამაშია „დინამო თბილისში“, „ხიმნასტიკში“, „ესბიერგში“, „ლუცერნსა“ და „ტენერიფეში“.