ფეხბურთი

10:26 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფელდჰოფერი: "ფეხბურთელებმა აჩვენეს სურვილი, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მორნართან“ საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, მაღალი დონის თამაში დაგვჭირდება. უკანასკნელი 3-4 დღის განმავლობაში ფეხბურთელებმა განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შემიძლია ვთქვა, რომ მზად არიან. აჩვენეს სურვილი, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გააკეთებენ. ოქრიაშვილი ერთი კვირის წინ 90 წუთის სათამაშოდ მზად არ იყო, მაგრამ ახლა უკეთესად გამოიყურება, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ძირითადიდან მატჩის დაწყებას.

შესაძლოა, ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავს ევროთასებზე, საბა ხარებაშვილმა პირველ მატჩში კარგი შთაბეჭდილება. ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ უკეთ უნდა გამოვიყენოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებზე საკმაოდ დიდი წნეხია, თუმცა ეს მათი შანსია, რომ ისწავლონ და განვითარდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ბალანსის პოვნა ახალგაზრდებსა და გამოცდილებს შორის. წინა კვირაში ყველა მზად არ იყო სათამაშოდ, ახლა ისინი უკეთ არიან, როგორც ოქრიაშვილი, ასევე, სხვებიც. ვნახოთ, გამოგვივა თუ არა სწორი ბალანსის პოვნა, რადგან ევროთასებზე მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით თამაში საკმაოდ რთულია“, - თქვა ფელდჰოფერმა.

მატჩის წინ კომენტარი გააკეთა „დინამოს“ ფეხბურთელმა დომინიკ საიმონმაც:

„ვფიქრობ, რომ მზად ვართ. გუნდი კარგ ფორმაშია და მწვრთნელებიც ჩვენი ვარჯიშებით კმაყოფილი არიან. გავაანალიზეთ პირველი მატჩი და შეცდომები, ვეცდებით, უკეთ ვითამაშოთ. კმაყოფილი ვარ, როგორც მოვემზადეთ ამ თამაშისთვის. გვჯერა, რომ ხვალ გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ“, - აღნიშნა საიმონმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ პირველი შეხვედრა 1:2 წააგო, ხოლო დღეს მატჩი 21:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

0.115274