ფეხბურთი

1:34 | 18.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მიქაუტაძის აგენტი "ლიონში" ტრანსფერს აფერხებს

ფრანგი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონში“ სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ არ გაუვლია.

მუჰამედ ტუბაშეს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის აგენტი, ალენ მილიაჩო ცდილობს, რომ გიორგი „მონაკოში“ გადაიყვანოს, რომელთანაც აგენტს შეთანხმება მიღწეული ჰქონდა.

პარალელურად, „ლიონსა“ და „მეცს“ შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, რაც აფერხებს ტრანსფერს. თუმცა, „ლიონს“ მაინც აქვს უპირატესობა, რადგან ისინი „მეცისთვის“ 18 მილიონის დაუყოვნებლივ გადახდას აპირებენ, მაშინ, როცა „მონაკო“ 20 მილიონის ნაწილ-ნაწილ გადახდაზეა თანახმა.

ასე რომ, როგორც ჩანს, მიქაუტაძის სატრანსფერო საგა გრძელდება, ჯერჯერობით, ფაქტი ისაა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ქართველი ფეხბურთელი 17 ივლისს ლიონში იყო, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, მაგრამ ფრანგული მედია განსხვავებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

0.116135