ფეხბურთი

23:52 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ ყველაზე ძვირფასი საფეხბურთო ბრენდი გახდა მსოფლიოში

საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მიხედვით, რომელმაც მსოფლიო საფეხბურთო ბრენდების რეიტინგი წარადგინა, მადრიდის „რეალი“ აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირფას საფეხბურთო ბრენდად.

„რეალის" ღირებულება შარშანდელთან შედარებით 16%-ით გაიზარდა - ახლა კლუბი 1,685 მილიარდი ევრო ღირს. გასულ წელს რეიტინგს „მანჩესტერ სიტი" ლიდერობდა, რომელიც ახლა მეორე ადგილზეა 1.611 მილიარდი ევროს ღირებულებით, მესამე ადგილზე რეიტინგში „ბარსელონაა“ - მისი ღირებულება 1,542 მილიარდი ევროა.

რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილზე არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1,398 მილიარდი ევრო) და „ლივერპული“ (1,380 მილიარდი ევრო). შემდეგ მოდის „ბაიერნი“ (1,236 მილიარდი ევრო), პსჟ (1,208 მილიარდი ევრო), „არსენალი“ (996 მილიონი ევრო), „ტოტენჰემი“ (868 მილიონი ევრო) და „ჩელსი“ (838 ევრო).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115991