ფეხბურთი

23:16 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ფულემს“ მაკტომინეის ტრანსფერზე უარი უთხრა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უარყო „ფულემის“ შეთავაზება მანკუნიანელთა ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის ტრანსფერის თაობაზე - წერს Daily Mail.

წყაროს ცნობით, შეთავაზების თანხა 30 მილიონ ევროზე ნაკლები გახლდათ, რომლის გადახდის შემთხვევაშიც„მანჩესტერი“ მზად იქნებოდა მაკტომინეისთან განსაშორებლად. ამავდროულად, „გალათასარაი“ კვლავ იჩენს შოტლანდიელის მიმართ ინტერესს.

27 წლის მაკტომინეი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. მან ახალგაზრდული გუნდიდან ძირითად გუნდამდე მთელი გზა გაიარა. ნახევარმცველს კლუბან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ სეზონში მაკტომინეიმ მანკუნიანელების შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 10 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, გასულ ევროშესარჩევ ციკლში მაკტომინეი შოტლანდიის ნაკრებში ჩვენს წინააღმდეგ ასპარეზობდა და ორივე მატჩში გაგვიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117061