ფეხბურთი

22:19 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისი ახალ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

გერმანელი ნახევარმცველი მარკო როისი „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

წყაროს ცნობით, ამ დროისთვის კონტრაქტის ყველა დეტალი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

როისმა ამ ზაფხულს დორტმუნდის „ბორუსია“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მარკო ამ კლუბში 2012 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯამში როისმა ბორუსიაში 428 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 170 ბურთი გაიტანა და 131 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116577