ფეხბურთი

21:16 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე გავიდა

გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა,“ მაკედონიური „სტრუგა“ სტუმრად ოჰრიდშიც დაამარცხა - 1:2 (პირველი მატჩი - 4:2) და ტურნირის შემდგომ ეტაპზე გავიდა.

ანგარიში ვლადიმირ ვაის უმცროსმა გახსნა მე-9 წუთზე, 34-ზე გოლი საკუთრ კარში მასპინძელმა კირე რისტევსკიმ გაიტანა. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე მაკედონიელებმა ერთი საპასუხო ბურთი შეაგდეს, თავი ბურკინაფასოელმა ბასირუ კომპაორემ გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 90 წუთს ითამაშა.

„სლოვანი“ შემდგომ ეტაპზე სლოვენიურ „ცელიეს“ დაუპირისპირდება.

0.113749