ფეხბურთი

20:08 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალმა „ბარსელონაში“ ნომერი შეიცვალა, ამ ნომრით ადრე ლიონელ მესი თამაშობდა

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფორვარდმა ლამინ იამალმა კლუბში სათამაშო ნომერი შეიცვალა. 27-ის ნაცვლად იამალი 19-სნომრიან მაისურას ჩაიცვამს. ამის შესახებ კატალონიური კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

შეგახსენებთ, 19-ნომრიანი მაისურა „ბარსელონას“ კიდევ ერთ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ეცვა, როცა კლუბის ძირითად გუნდში დაიწყო თამაში.

იამალმა მონაწილეობა მიიღო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, შვიდივე მატჩში ითამაშა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ესპანელმა ტურნირის „საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის" პრიზი მიიღო. ტურნირი კი ესპანეთის ნაკრებმა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111972