ფეხბურთი

17:36 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

სპინაცოლა: "ვფიქრობ, მე და კვარაცხელია ერთ ფლანგზე თამაშით ძალიან ვისიამოვნებთ"

„ნაპოლიში“ ლეონარდო სპინაცოლა მედიის წინაშე წარადგინეს. იტალიელმა მცველმა თავის ახალ გუნდსა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

მან ასევე გააკეთა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელთან ერთად თამაში მარცხენა ფლანგზე მოუწევს. როგორც ლეონარდომ აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება კვარასთან ერთად თამაშს.

„დიახ, ვფიქრობ, რომ შემიძლია მეტოქის კართან უფრო ახლოს ვითამაშო. კვარაცხელიასთან ერთად თამაში ნამდვილად ძალიან მაინტერესებს, რადგან ვფიქრობ, რომ ფლანგზე ძალიან გავერთობით.

„ნაპოლი“ ავირჩიე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ კიდევ ბევრის მიცემა შემიძლია. წელს შეგვიძლია სიამოვნების მიღება და ბევრი გუნდისთვის პრობლემების შექმნა. ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მოტივაცია მაღალია, კონტე ამ ასპექტში ნამდვილად ძლიერია და ყოველდღე მოთხოვნებს ზრდის. დიდი ხანი მინდოდა კონტესთან მუშაობა, მასთან ვსაუბრობდი. ბევრი წლის შემდეგ ახლა აქ ვართ ერთად სამუშაოს და ამან ნამდვილად იქონია გავლენა ჩემს არჩევანზე, ისევე, როგორც გუნდმა, რომელიც ძალიან ძლიერია", - აღნიშნა სპინაცოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ლეონარდო სპინაცოლა თავისუფალი აგენტის სტატუსით მას შემდეგ დაიმატა, რაც მას „რომასთან“ კონტრაქტი ამოეწურა. იტალიელმა მცველმა, რომელიც 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, ნეაპოლელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.113583