ფეხბურთი

18:10 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

Flashscore-მ ევრო 2024-დან საქართველოს ნაკრები ორ ნომინაციაში გამოარჩია

ცნობილმა პორტალმა Flashscore-მ ევრო 2024-ზე შეაჯამა და გამოცემამ რამდენიმე კომპონენტში საუკეთესოები გამოავლინა.

მაგალითად, ტურნირის საუკეთესო თამაში საიტის ვერსიით თურქეთი-საქართველო იყო, ხოლო უშუალოდ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ყველაზე სასიამოვნო მომენტი.

ტურნირის საუკეთესო თამაში: თურქეთი 3-1 საქართველო

„დორტმუნდში“ ძლიერი შტორმის ქვეშ, თურქეთმა და საქართველომ მოაწყვეს შოუ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი გაანათა. მაღალი ტემპით ჩატარებული თამაში, რამდენიმე საოცარი გოლით. ამ მატჩით ვიგრძენით, რომ ტურნირი დაიწყო. მეორე ადგილზე გავიყვანეთ ავსტრია-ნიდერლანდების მატჩი, ხოლო მესამე ადგილზე საფრანგეთი-ესპანეთის ნახევარფინალური თამაში“.

ტურნირის სასიამოვნო მომენტი: საქართველო

„მიუხედავად დაბალი რეიტინგისა და იმ ფაქტისა, რომ ისინი ევრო 2024-ზე ერთა ლიგის მეშვეობით მოხვდნენ და არა პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან, საქართველომ მის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ძალიან კარგად ითამაშა. როგორც ვთქვით, ისინი მონაწილეობდნენ ტურნირის საუკეთესო მატჩში, პორტუგალიასთან დაუჯერებელი გამარჯვებით კი ჯგუფიდან გავიდნენ და ესპანეთსაც მერვედფინალში ბრძოლა გაუმართეს. ამ ეტაპზე ისინი გავარდნენ, მაგრამ თავაწეული, მოედნის გარეთ მათ ტაშს უკრავდნენ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე თურქეთთან წააგო, ჩეხეთთან ფრე ითამაშა, პორტუგალიას მოუგო და მერვედფინალში გასვლა შეძლო, სადაც მომავალ ჩემპიონთან ესპანეთთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113978