„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლილის“ 18 წლის მცველს, ლენი იოროს დაიმატებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ტრანსფერი გადაწყვეტილია.
იორო საფრანგეთში ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. მიუხედავად ასაკისა, მან „ლილში“ 60 მატჩის ჩატარება მოასწრო და 3 გოლიც გაიტანა. ფრანგ ცენტრალურ მცველს „რეალსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გამარჯვებული „მანჩესტერი“ გამოვიდა.
„ლილი“ 18 წლის ფეხბურთელში 62 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ძალიან დიდი თანხაა, მითუმეტეს, რომ „ლილთან“ კონტრაქტი იოროს გაისად ეწურება.
ლენი იოროს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.