ფეხბურთი

15:26 | 17.07.2024 | ნანახია NaN - ჯერ

ინგლისის ნაკრებში პეპ გვარდიოლას დანიშვნაზე ფიქრობენ

ფეხბურთის ასოციაცია ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას მიწვევაზე ფიქრობს.

The Independent-ის ცნობით, ფედერაცია მზადაა გვარდიოლას 2025 წლამდე დაელოდოს, როდესაც მას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ეწურება. ამიტომ, მანამდე ერთი წლით ნაკრებში დროებითი მწვრთნელი დანიშნონ და პეპს ინგლისი მომდევნო ზაფხულს ჩააბარონ.

ესპანელი სპეციალისტის პასუხი და პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები გარეთ საუთგეიტმა დატოვა, ამიტომაც ინგლისში ნაკრებისთვის ახალ მწვრთნელს ეძებენ. გვარდიოლამდე ლი კარსლის, ედი ჰაუს, თომას ტუხელის, მაურისიო პოჩეტინოს და გრემ პოტერის ვარიანტებზეც დაიწერა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:57 | 09.02.2022
xarcho (185)

სამარცხვინოდ თამაშობენ. ნახევარდაცვა საერთოდ არ იყო. ან აზრზე არაა რა უნდა ქნას, ან ექსპერიმენტირებს მოთამაშეებით და შედეგზე მწარედ მოქმედებს ეგ ამბავი.

0.064597