ფეხბურთი

14:25 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე ფეიქრიშვილი კიევის "დინამოში" გადავიდა

კიევის „დინამომ“ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების კაპიტანმა უკრაინულ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის მეორე გუნდში 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.

ჯერჯერობით, უცნობია, ფეიქრიშვილი კიეველთა მთავარ გუნდში ითამაშებს, თუ მეორე გუნდში საწყის ეტაპზე მაინც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125589