ფეხბურთი

11:00 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანა ჩემინავა: "ეს შედეგი წლების განმავლობაში დაუღალავმა შრომამ მოიტანა"

ლიეტუვასტან ისტორიული გამარჯვების შემდეგ თამაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ანა ჩემინავამ შეაფასა. მისი თქმით, ეს შედეგი წლების განმავლობაში დაუღალავმა შრომამ მოიტანა.

"ვულოცავ საქართველოს, რადგან ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. ჩვენს საფეხბურთო კარიერაში ახალი ფურცელი გადაიშალა. წარმოუდგენელი ემოციებია. გასახდელში რაც ხდებოდა თამაშის დროს, მის შემდეგ. იგრძნობოდა სულისკვეთება და ქართული ხასიათი. გოგონებმა 90 წუთი ვიბრძოლეთ და არაფერი დავთმეთ. ყველაფერი სწორედ ამ ბრძოლის შედეგი იყო. ეს მთელი წლების განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგია. ახლა კი წარმატებას მივაღწიეთ“, - განაცხადა ჩემინავამ.

გეტყვით, რომ საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.

ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი კონტინენტის პირველობის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103751