ფეხბურთი

1:27 | 17.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად ანდორული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე წყვილში საპასუხო მატჩები გაიმართა და მეორე ეტაპის მონაწილეებიც გაირკვა.

ყველაზე საინტერესოა, რომ ანდორის ჩემპიონი „სანტა კოლომა“ გავიდა მეორე წრეში, რითაც სულ მცირე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. ანდორელებმა კოსოვოს ჩემპიონი „ბალკანი“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. "სანტა კოლომა" პირველი ანდორული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

მინსკის „დინამომ“ სტუმრად 1:0 აჯობა ერევნის „პიუნიკს“ და მეორე ეტაპზეა. ბელარუსის ჩემპიონი იქნება „დინამო ბათუმსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის გამარჯვებულის მეტოქე მეორე წრეში.

მომდევნო ეტაპზეა მალტის ჩემპიონი „ჰამრუნი“, რომელმაც ორი მატჩის ჯამში პენალტების სერიაში სძლია „ლინკოლნს“. ლიეტუვის ჩემპიონმა „პანევეჟისმა“ სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა ფინურ „ჰიკთან“ და რადგან შინ მოგებული ჰქონდა, მომდევნო ეტაპზე ბალტიისპირელები გავიდნენ.

სლოვენიურმა „ცელიემ“ ესტონურ „ფლორას“ აჯობა, ხოლო რუმინეთის ჩემპიონმა „სტიაუამ“ ადვილად დაძლია სან მარინოს „ვირტუსის“ ბარიერი, „შემროკ როვერსმა“ კი „ვიკინგური“ დაამარცხა. უელსური „ნიუ სენტსი“ სტუმრად „დეჩიჩს“ დაუზავდა, შინ მოგებული ჰქონდა და მომდევნო ეტაპზეა.

მონტენეგროული "დეჩიჩი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის დამარცხებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119718