ფეხბურთი

22:58 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" პირველი ამხანაგური მატჩი მარტივად მოიგო (+VIDEO)

„ნაპოლიმ“ ახალი სეზონის წინ პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და სამოყვარულო კლუბი „ანაუნე“ 4:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ლეონარდო სპინაცოლამ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში გოლები ვალიდ შედირამ, ჯანლუკა გაეტანომ და სირილ ნგონგემ გაიტანეს. ეს იყო ანტონიო კონტეს არაოფიციალური დებიუტიც. მან გუნდი 3-4-2-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა, როგორც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ასე რომ, კვარას იდენტურ სქემაში მოუწევს სავარაუდოდ თამაში კლუბშიც.

დღევანდელ სპარინგში არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას. ქართველი ჯერ კიდევ შვებულებაშია და გუნდს 25 ივლისს უნდა შეუერთდეს. აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლიში“ პირველი (არაოფიციალური) მატჩი კვარამ ორი წლის წინ სწორედ „ანაუნესთან“ ჩაატარა და მაშინ ორი გოლი გაიტანა.

ნაპოლის პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანგური მატჩები - „მანტოვასთან“ (20 ივლისი), „ადანა დემირსპორთან“ (28 ივლისი), „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ 3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111239