ფეხბურთი

19:34 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ნაკრებში ლუის დე ლა ფუენტეს მიწვევა სურთ

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარ მწვრთნელად შეიძლება ლუის დე ლა ფუენტე დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ამერიკელები გრეგ ბელჰატერს შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთი ვარიანტი „ფურია როხას“ თავკაცია. დე ლა ფუენტეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამოეწურა და მხარეებს სურთ თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ ამერიკელთა ინტერესმა შეიძლება სიტუაცია შეცვალოს.

2026 წლის მუნდიალზე აშშ თანამასპინძელია, ამიტომაც ისინი მაღალი დონის და გამოცდილ სპეციალისტს ეძებენ. დე ლა ფუენტემდე აშშ-ს ნაკრებს იურგენ კლოპსაც კი უკავშირებდნენ.

ლუის დე ლა ფუენტე წლებია ესპანეთის ნაკრებში მუშაობს, ჯერ 19 და 21-წლამდე ნაკრებებს ავარჯიშებდა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2023 წელს ეროვნული ნაკრები ჩააბარეს და ამ შემთხვევაშიც მოახერხა ევროპის ჩემპიონატის მოგება.

0.10386