ფეხბურთი

17:20 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო 23 წელიწადში ოთხ მთავარ ტურნირზე ესპანელებმა მოიგეს ყველა ფინალი, რომელშიც ითამაშეს

2001 წელს, უეფას თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალში „ლივერპულმა“ „ალავესი“ 5:4 რომ დაამარცხა, იმის შემდეგ ესპანურ კლუბს და ესპანეთის ნაკრებს ყველა ფინალი მოგებული აქვთ ოთხ მთავარ ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე, რომლებიც ითამაშეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ბუნებრივია, აქ მხოლოდ ამ ტურნირებზე ჩატარებული ფინალები იგულისხმება. ასე რომ, 23 წელია, ხსენებულ ოთხ ტურნირზე ესპანელები თუ ფინალში გადიან, იმ ფინალს აუცილებლად იგებენ.

27 ფინალი - და 27 გამარჯვება. ამ 27 ფინალიდან ოთხი იყო წმინდა ესპანური, 2007 წელს ევროპა ლიგაზე (სევილია-ესპანიოლი), 2012 წელს ევროპა ლიგაზე (ატლეტიკო-ბილბაო), 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე (რეალი-ატლეტიკო) და 2016 წელს ჩემპიონთა ლიგაზე (რეალი-ატლეტიკო).

ესპანელებმა 2001 წლის შემდეგ მხოლოდ ეს ოთხი ფინალი წააგეს, ცხადია, ასეც იქნებოდა, რადგან მეტოქეც ესპანური იყო... აქვე განვმარტოთ, რომ ამ ფინალებში არ შედის, ევროპის სუპერთასის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სხვა ტურნირის ფინალები, არამედ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

ევრო 2024: ესპანეთი - ინგლისი 2:1

ჩემპიონთა ლიგა 2024: დორტმუნდი - რეალი 0:2

ევროპა ლიგა 2023: სევილია - რომა 1:1 (მოგება პენალტებში)

ჩემპიონთა ლიგა 2022: ლივერპული - რეალი 0:1

ევროპა ლიგა 2021: ვილიარეალი - მანჩესტერი 1:1 (მოგება პენალტებში)

ევროპა ლიგა 2020: სევილია - ინტერი 3:2

ჩემპიონთა ლიგა 2018: რეალი - ლივერპული 3:1

ევროპა ლიგა 2018: მარსელი - ატლეტიკო 0:3

ჩემპიონთა ლიგა 2017: იუვენტუსი - რეალი 1:4

ჩემპიონთა ლიგა 2016: რეალი - ატლეტიკო 1:1 (რეალის მოგება პენალტებში)

ევროპა ლიგა 2016: ლივერპული - სევილია 1:3

ჩემპიონთა ლიგა 2015: იუვენტუსი - ბარსელონა 1:3

ევროპა ლიგა 2015: დნიპრო - სევილია 2:3

ჩემპიონთა ლიგა 2014: რეალი - ატლეტიკო 4:1

ევროპა ლიგა 2014: სევილია - ბენფიკა 0:0 (მოგება პენალტებში)

ევრო 2012: ესპანეთი - იტალია 4:0

ევროპა ლიგა 2012: ატლეტიკო - ბილბაო 3:0

ჩემპიონთა ლიგა 2011: ბარსელონა - მანჩესტერი 3:1

მსოფლიოს ჩემპიონატი 2010: ნიდერლანდები - ესპანეთი 0:1

ევროპა ლიგა 2010: ატლეტიკო - ფულემი 2:1

ჩემპიონთა ლიგა 2009: ბარსელონა - მანჩესტერი 2:0

ევრო 2008: გერმანია - ესპანეთი 0:1

ევროპა ლიგა 2007: ესპანიოლი - სევილია 2:2 (სევილიას მოგება პენალტებში)

ჩემპიონთა ლიგა 2006: ბარსელონა - არსენალი 2:1

ევროპა ლიგა 2006: მიდლსბრო - სევილია 0:4

უეფას თასი 2004: ვალენსია - მარსელი 2:0

ჩემპიონთა ლიგა 2002: ლევერკუზენი - რეალი 1:2

სტატისტიკა, რომელიც უბრალოდ გასაოცარია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120687