უეფას სპეციალურ დამკვირვებელთა ჯგუფმა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
სამწუხაროდ, უეფამ საუკეთესო 11-ეულს მიღმა დატოვა გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძეც, რომლებიც სხვადასხვა გამოცემების ვერსიით კი მოხვდნენ ტურნირის სიმბოლურში.
უეფაში მიიჩნიეს, რომ მამარდაშვილზე უკეთ ტურნირზე მაიკ მენიომ ითამაშა, ხოლო ფორვარდის პოზიციაზე, სულაც ჯამალ მუსიალა დააყენეს.
ევრო 2024-ის ოფიციალური სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: მაიკ მენიო (საფრანგეთი)
მცველები: კაილი უოკერი (ინგლისი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), უილიამ სალიბა (საფრანგეთი), მარკ კუკურელია (ესპანეთი)
ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი)
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო ვილიამსი (ესპანეთი)
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე ყველაზე მეტი სეივი მიითვალა (29), ჩეხეთთან ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ქართველი მეკარე სიმბოლურში უეფასგან განსხვავებით არაერთმა გამოცემამ დაასახელა, მათ შორის, Gazzetta Dello Sport-მა და BBC-მ.
სიმბოლური ნაკრები ფაბიო კაპელომ, იოან ლუპესკუმ, მაიკლ ონილმა, დევიდ მოიესმა, ალიოშა ასანოვიჩმა, რაფაელ ბენიტესმა, ავრამ გრანტმა, პაკი ბონერმა, ფრანკ დე ბურმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, აიტორ კარანკამ და ჟან-ფრანსუა დომერგმა შეარჩიეს.