ფეხბურთი

15:48 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: „ვამაყობ, რომ ოცნება ავიხდინე“

„სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მადრიდის "რეალში" კილიან მბაპე საზეიმოდ წარადგინეს.

მბაპეს მიესალმნენ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და კლუბის ლეგენდა ზინედინ ზიდანი.

„აქ ყოფნა წარმოუდგენელია. მადრიდის „რეალში“ თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი და დღეს ჩემი ოცნება რეალობა გახდა. ბედნიერი ბიჭი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომელმაც პირველივე დღიდან ნდობა გამომიცხადა.

ბავშვებისთვის მესიჯი მაქვს: თქვენნაირი ბავშვი ვიყავი, ვნებით და ოცნებებით შეიძლება იმის მიღწევა, რაც გინდათ. წარმოუდგენელი დღეა, ბავშვობიდან მხოლოდ აქ მოხვედრის ოცნება მქონდა და ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. მადლობა ფანებს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ისინი სიყვარულს მაჩვენებდნენ. ახლა კიდევ ერთი ოცნება მაქვს, რომ ამ ისტორიული კლუბის სიმაღლეზე ვითამაშო. ჩემს ცხოვრებას გავიღებ კლუბისთვის და ამ ლოგოსთვის“, - თქვა მბაპემ, რომელიც „რეალის“ ლოგოს ეამბორა.

აღსანიშნავია, რომ კილიანის პრეზენტაცია, რომელსაც 80 000 გულშემატკივარი დაესწრო, ძალიან ჰგავდა, 2009 წელს, „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს პრეზენტაციას - ფრანგიც ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მაშინ პორტუგალიელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09946