ფეხბურთი

14:48 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე მადრიდის „რეალში“ მე-9 ნომრით ითამაშებს

ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მადრიდის „რეალის" ცხრანომრიანი მაისურა მიიღო.

მბაპეს ოფიციალური წარდგენა მადრიდის „რეალში" „სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე 16 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს მბაპე ოფიციალურად გახდა „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი.

ამის შემდეგ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელის ხელფასი იქნება 30 მილიონი ევრო წელიწადში, პლუს ბონუსები გატანილი გოლებისთვის. მბაპეს კონტრაქტში ასევე შედის კომპენსაცია 1 მილიარდი ევროს ოდენობით.

კილიანის ბოლო კლუბი ფრანგული პსჟ გახლდათ, რომელიც ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გასულ სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 48 მატჩი ჩაატარა, 44 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112948