„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა წინასასეზონო პირველ ამხანაგურ მატჩში „რუსენბორგთან“ მარცხის შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შეხვედრა ნორვეგიულმა კლუბმა მინიმალური ანგარიშით მოიგო, გამარჯვების გოლი კი ნოა-ჟან ჰოლმმა 90+3-ე წუთზე გაიტანა.
„შედეგი არ არის მეორეხარისხოვანი. რა თქმა უნდა, ჩვენ წინასასეზონო შეკრება გვაქვს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სტანდარტი ისაა, რომ იგებთ თამაშებს. თუ ვერ მოიგებთ, ისე მაინც არ წააგოთ, როგორც ჩვენ მატჩის ბოლო წამებზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გუნდის თამაში და ის სტანდარტებზე დაბალი გახლდათ.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც ცუდია, მაგრამ მე არ ვარ ასეთი ადამიანი. ბევრი მინახავს და ეს არ არის უმაღლესი დონის ფეხბურთი. ტოპ ფეხბურთში გაცილებით მაღალი სტანდარტების მიღწევა გჭირდებათ, ეს იწყება ყველა ადამიანიდან, დარწმუნდით, რომ ფორმაში ხართ“, - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს The Telegraph.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა 60 ქულა დააგროვა და მერვე ადგილი დაიკავა. ასოციაციის თასზე ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდი ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.
ივლისის დასაწყისში ინგლისურმა კლუბმა ტენ ჰაგთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.