ფეხბურთი

10:26 | 16.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

The Telegraph: „ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო“

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგების შემდეგ ეროვნული ნაკრებიდან წასვლას არ გეგმავს, იუწყება The Telegraph. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ინგლისის ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

წყაროს ცნობით, კეინი ინგლისის ნაკრებიდან წასვლას არ განიხილავს. ინგლისელს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა სურს. კეინი, სავარაუდოდ, მესის მაგალითს მიჰყვება, რომელიც 37 წლის ასაკში ჯერ კიდევ თამაშობს და ეროვნულ გუნდთან ერთად ტიტულებს იგებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეინმა კარიერაში ექვსიდან ექვსივე ფინალი წააგო. 30 წლის ფორვარდს ჯერ ერთი თასი არ მოუპოვებია.

0.110447