ვეტერანმა ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 37 წლის ფეხბურთელმა განცხადება გააკეთა.
ჟირუ საფრანგეთის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობდა და „მამლების“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მან 137 შეხვედრაში 57 გოლი გაიტანა და ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის აქტივში 51 გოლია.
ოლივიე ჟირუმ „მილანი“ დატოვა და ამიერიდან MLS-ში ითამაშებს, სადაც „ლოს ანჯელესის“ ღირსებას დაიცავს.