ფეხბურთი

22:49 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" რონალდ არაუხო 4 თვით გამოაკლდა

„ბარსელონას“ მცველი რონალდ არაუხო სეზონის საწყის ნაწილს გამოტოვებს. ურუგვაელმა ფეხბურთელმა კოპა ამერიკაზე ტრავმა მიიღო, რომელიც მძიმე გამოდგა.

როგორც ესპანური მედია წერს, არაუხო საოპერაციოა და ამის გამო დაახლოებით ოთხი თვე იუქმებს. არაა გამორიცხული ამიტომაც „ბარსას“ ახალი მცველის ყიდვა მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხომ 2019 წლიდან დღემდე „ბარსელონას“ რიგებში 150 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11691