კალათბურთი

21:35 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

U16 გოგონათა ნაკრებმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა, ნიცა საბადაშვილი სიმბოლურ ხუთეულში შევიდა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი სომხეთთან მარცხით და მე-6 ადგილზე დაასრულა. ტურნირში, რომელსაც გიბრალტარმა უმასპინძლა, 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა და ჩემპიონი აზერბაიჯანი გახდა, გიორგი გოლიაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა კი მე-5 ადგილისთვის მატჩში სომხეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 71:77 (სტატისტიკა) წააგო.

არადა, საქართველომ სომხეთი ჯგუფურ ეტაპზე 12 ქულით (83:71) დაამარცხა, თუმცა იმავეს გაკეთება ტურნირის დასკვნით მატჩში ვეღარ მოახერხა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – ნიცა საბადაშვილი შეიყვანეს. კლუბ “ბასტიონისა” და ჩვენი ნაკრების წევრი სტატისტიკით ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მატჩში საშუალოდ 19 ქულას, 9.6 მოხსნას და 2.4 ჩაჭრას აგროვებდა. მასთან ერთად ხუთეული შეავსეს – ეველინა დემეტრიადმა (კვიპროსი). სიდორელა ზილამ (ალბანეთი), სიტარა აბასოვამ (აზერბაიჯანი) და ანგელინა ისმაელოვამ (აზერბაიჯანი), რომელიც ტურნირის MVP გახდა.

0.114406