ფეხბურთი

18:07 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურში Opta-ს ვერსიით

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი OPTA-ს ვერსიით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„კარგი, ხელები მაღლა, ვინც ივარაუდა, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე ტურნირის სიმბოლურში მოხვდებოდა. ჩამოუშვით, რადგან იტყუებით.

საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია იყო. ეს იყო მათთვის დიდ ტურნირზე პირველი გამოჩენა, ყველაზე დაბალი რეიტინგის გუნდი, რომელიც გერმანიაში თამაშობდა, ბევრ ეგონა, რომ ისინი მხოლოდ სტატისტიკისთვის იყვნენ, მაგრამ ბიჭებო, როგორ შეცდით.

პორტუგალიასთან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გამარჯვებამ მათ მერვედფინალში გასვლის საშუალება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტად საქართველოს კარისკენ (71) და კარში (25) დაარტყეს.

„ვალენსიას“ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს შესანიშნავი ტურნირი ჰქონდა. მან 38 დარტყმიდან 30 მოიგერია და 12 სეივით მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ მეკარეს ჰქონდა. გარდა ამისა, ჯგუფურ ეტაპზე 21 სეივი ჰქონდა, რაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგია (1980 წლიდან მოყოლებული, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან)“, - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში სხვადასხვა ვერსიებით მოხვდა, მაგალითად, ცნობილი გამოცემის BBC-ის ვერსიით, ასევე Whoscored-ის.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ოთხ მატჩში 8 გოლი გაუშვა, ერთხელ კარი მშრალად შეინახა, ხოლო 29 დარტყმა მოიგერია, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე უეფა საუკეთესო მეკარეს არ ასახელებს, უბრალოდ ადგენს სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც ჯერჯერობით, არ შეურჩევიათ. მამარდაშვილი უეფამ ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გიორგიმ სპეციალური ჯილდოც მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138116