ფეხბურთი

16:37 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2028: მასპინძელი 5 ქვეყანა და 9 ქალაქი

ევრო 2024 დასრულდა, მომდევნო ევროპის ჩემპიონატამდე ოთხი წელია დარჩენილი, რომელიც ხუთი ქვეყნის 9 ქალაქში ჩატარდება.

ტურნირს დიდი ბრიტანეთი, კერძოდ, ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ასევე, ირლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი, მაგრამ დიდი ალბათობით ერო 2028 ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება და ივლისში დასრულდება.

ევრო 2028-ს შემდეგი ქალაქები და სტადიონები უმასპინძლებენ:

„უემბლი“, ინგლისი (ლონდონი, 90.652 ტევადობა)

„ტოტენჰემ სთედიუმი“, ინგლისი (ლონდონი, 62.322)

„ეტიჰად სთედიუმი“, ინგლისი (მანჩესტერი, 61.000)

„ევერტონ სთედიუმი“, ინგლისი (ლივერპული, 52.888)

„სენტ ჯეიმს პარკი“, ინგლისი (ნიუკასლი, 52.305)

„ვილა პარკი“, ინგლისი, (ბირმინგემი, 42.640)

„მილენიუმი“, უელსი, (კარდიფი, 73.952)

„ჰემპდენ პარკი“, შოტლანდია (გლაზგო, 52.032)

„ავივა სთედიუმი“, ირლანდია (დუბლინი, 51.711)

„ქეისმენტ პარკი“, ჩრდ. ირლანდია (ბელფასტი, 30.000)

ევრო 2028-ზეც ფორმატი უცვლელი იქნება და 24 ნაკრები ითამაშებს, საკვალიფიკაციო ეტაპი 2027 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

თეგებიევრო 2028
0.122048