ფეხბურთი

16:05 | 15.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

გერმანულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია თომას მიულერმა ოფიციალურად დაადასტურა: მან სანაკრებო კარიერა დაასრულა.

„131 მატჩისა და 43 გოლის შემდეგ ნაკრებს ვემშვიდობები. შევძელი ოთხ მსოფლიოს და ოთხ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონატი და ვიგრძენი სიყვარული. ჩემი ქვეყნისთვის თამაში ყოველთვის მეამაყებოდა. ზოგჯერ თავს განადგურებულად ვგრძნობდი, შემდეგ ვდგებოდი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებთან ვთამაშობდი და ფანტასტიკურ თანაგუნდელებთან, რომლებთან ერთად დაუვიწყარი მომენტები განვიცადე“, - დაწერა მიულერმა სოციალურ ქსელში.

მიულერი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობდა და 131 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მას გერმანიის ნაკრებში 2019-2020 წლებში არ იძახებდნენ, მაგრამ 2021 წელს „ბუნდესნაკრებში“ ჰანსი ფლიკმა დააბრუნა.

მიულერზე მეტჯერ გერმანიის ნაკრებში მხოლოდ ლოთარ მათეუსს (150) და მიროსლავ კლოზეს (137) უთამაშიათ, ხოლო გოლეადორებში კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე თომას მიულერმა 10 გოლი გაიტანა (2010 წელს 5 და 2014 წელს - 5), მაგრამ სამაგიეროდ, სანაკრებო კარიერა ისე დაასრულა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

0.148095